ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ხვალ პრეზიდენტი ობამა გაეროში სიტყვით გამოვა


გენერალურ ასამბლეაზე პრეზიდენტი სირიის თემაზე გაამახვილებს ყურადღებას

გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:02:54 0:00
ბმული

ირანის პრეზიდენტის ჰასან როჰანის განცხადებამ თანამშრომლობის და ურთერთობის გაღვივებასთან დაკავშირებით, საფუძვლიანი ეჭვი გააჩინა იმის, რომ შეერთებული შტატების და ირანის პრეზიდენტები შესაძლოა ერთმანეთს შეხვდნენ.

თეთრი სახლი აცხადებს, რომ მსგავსი შეხვედრა ჯერჯერობით არ დაგეგმილა, თუმცა პრეზიდენტი ობამა დიპლომატიური გადაწყვეტილების მიზნით ორმაგი ურთიერთობისთვის უკვე დიდი ხანია მზადაა.

პრეზიდენტი როჰანი ამტკიცებს, რომ ირანს ბირთვული და მასობრივი განადგურების იარაღის შექმნა არანაირი მოტივით არ სურს.

"ვაშინგტონ პოსტში" გამოქვეყნებულ სტატიაში როჰანი მსოფლიო ლიდერებთან კონსტრუქციული დიალოგის შესახებ საუბრობს.

თეთრი სახლს მიაჩნია, რომ ირანის საერთაშორისო საზოგადოებასთან თანამშრომლობის სურვილი დასავლეთის ზეწოლამ და სანქციებმა განაპირობა.

ეროვნული უსაფრთხოების მრჩევლის მოადგილე ბენ როდსი აცხადებს, რომ შეერთებული შტატები ირანის მთავრობასთან მოლაპარაკებების მომხრეა, თუმცა ამ პროცესში მონაწილეობა სხვა ქვეყნებმაც უნდა მიიღონ:

„ ამ მოლაპარაკებების პროცესში გაეროს უშიშროების საბჭოს ხუთი მუდმივი წევრი პლიუს გერმანია უნდა ჩაერთოს."

ხვალ პრეზიდენტი ობამა გაეროს გენერალურ ასამბლეაზე ყურადღებას ახლო აღმოსავლეთსა და ჩრდილოეთ აფრიკაზეც გაამახვილებს, რაც როდსის განცხადებით, ამ საკითხებისადმი ამერიკის განახლებული დამოკიდებულება იქნება.

ობამა ისაუბრებს სირიის თემაზე და მოუწოდებს საერთაშორისო საზოგადოებას ქიმიური იარაღის გამოყენებასთან დაკავშირებით მტკიცე პოზიცია დააფიქსიროს:

„პრეზიდენტი ობამა გამოსვლაში კიდევ ერთხელ გაუსვამს ხაზს საერთაშორისო საზოგადოების ქიმიური იარაღისადმი დამოკიდებულებას და მოუწოდებს ასადის მთავრობას ქიმიური იარაღი საერთაშორისო საზოგადოებას კონტროლის ქვეშ გადასცეს. იგი ასევე გამოუცხადებს მხარდაჭერას უსაფრთხოების საბჭოს იმ რეზოლუციას, რომელიც ასადის რეჟიმის თანამშრომლობაზე უარის შემთხვევაში გამოწვეულ შედეგებს ეხება."

პრეზიდენტი ობამა ასევე გაუსვამს ხაზს სირიის სამოქალაქო ომის პოლიტიკური გზით დასრულების მნიშვნელობას, რაშიც როდსის აზრით, პრეზიდენტი ასადი მონაწილეობას არ მიიღებს.

შეერთებული შტატების პრეზიდენტი გაეროში გამოსვლისას ასევე შეეხება ისრაელ-პალესტინის მოლაპარაკებების თემას პალესტინის სახელმწიფოებრიობასთან დაკავშირებით. ხვალ ობამა ასევე შეხვდება პალესტინის პრეზიდენტს მაჰმუდ აბასს.

პრეზიდენტი ობამა დღის განმავლობაში ნიგერიის პრეზიდენტს გუდლაქ ჯონათანს და ლიბანის პრეზდიენტს მიშელ სულეიმანს შეხვდება.

ლიბანის პრეზიდენტთან მოლაპარაკების ერთერთი ძირითადი საკითხი სირიიდან დევნილთა პრობლემა იქნება. ნიგერიის პრეზიდენტს კი ობამა ნიგერიის ეკონომიკის საკითხებზე და მომავალი არჩევნების შესახებაც ესაუბრება.

გაერთიანებული ერების გენერალურ ასამბლეაში სიტყვით გამოსვლისას პრეზიდენტი ობამა ასევე შეეხება მსოფლიოში არსებულ ახალ გამოწვევებს და სამოქალაქო საზოგადოების პრობლემებზეც გაამახვილებს ყურადღებას.
XS
SM
MD
LG