ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსეთი სირიას თავდაცვის სარაკეტო სისტემას მიყიდის


მოსკოვს სირიისთვის თავდაცვის სისტემის მიყიდვის ზუსტი თარიღი არ დაუსახელებია. დამასკომ სისტემის შესყიდვის კონტრაქტს ხელი რამდენიმე წლის წინ მოაწერა.

რუსი დიპლომატის განცხადებით, მოსკოვი დამასკოს უცხო ქვეყნის სამხედრო ჩარევისგან თავის დასაცავად, საჰაერო თავდაცვის სისტემას გადასცემს.

სამშაბათს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ სერგეი რიაბკოვმა განაცხადა, რომ S-300 სააკეტო დანადგარები სირიისთვის სტაბილიზაციის ფაქტორი იქნება. რიაბკოვის განცხადებით, მოსკოვს სჯერა, რომ სარაკეტო დანადგარების საშუალებით შესაძლებელი გახდება იმ ავანტიურისტების შეჩერება, ვისაც სირიის სამოქალაქო კონფლიქტში ჩარევა სურს.

თუმცა, მოსკოვს სირიისთვის თავდაცვის სისტემის მიყიდვის ზუსტი თარიღი არ დაუსახელებია. დამასკომ სისტემის შესყიდვის კონტრაქტს ხელი რამდენიმე წლის წინ მოაწერა.
XS
SM
MD
LG