ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სირიელი დევნილები თურქეთს აფარებენ თავს


ევაკუაციის დროს შექმნილი ქაოსისას კი 25 ადამიანი დაიკარგა

ასობით სირიელი დევნილი სასაზღვრო ქალაქ აზაზს მას მერე ტოვებს, რაც სირიის ავიაციამ მეამბოხეთა კონტროლირებადი ტერიტორია დაბომბა.

ოთხშაბათს განხორციელებული საავიაციო დარტყმების შედეგად 50 ადამიანი დაიღუპა. ევაკუაციის დროს შექმნილი ქაოსისას კი 25 ადამიანი დაიკარგა.

თვითმხილველთა განცხადებით, ზოგიერთი სირიელი მოქალაქე საზღვრის გადაკვეთის შემდეგ თურქეთში გადავიდა. დანარჩენები კი, ელოდებიან, ვიდრე თურქეთის მესაზღვრეები დევნილებს თავშესაფრით უზრუნველყოფენ.

გაეროს უსაფრთხოების საბჭოს განცხადებით, კვირას 19 აგვისტოს დამკვირვებელთა მისიას ვადა ამოეწურება, თუმცა გაერთიანებული ერების ორგანიზაცია საომარ ტერიტორიაზე პოლიტიკური ოფისის გახსნას გეგმავს.

XS
SM
MD
LG