ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სირიაში შეტაკებები მოხდა


სამთავრობო ჯარები დაწინაურდნენ და დაკარგული პოზიციები დაიბრუნეს

სირიის უფლებადამცველთა განცხადებით, სამთავრობო ჯარებმა მეამბოხეები ქვეყნის სამხრეთ ნაწილში მდებარე ქალაქიდან განდევნეს. ქალაქ ხირბეტ გაზალეში გადის მაგისტრალი, რომელიც დამასკოს იორდანიასთან აკავშირებს.

ბრიტანეთში მოქმედი სირიის ადამიანის უფლებათა დაცვის ობერვატორია აცხადებს, რომ პრეზიდენტ ასადის ჯარები ქალაქს აკონტროლებენ. ბოლო დროს ჯარებმა სირიის სამხრეთ პროვინციაში მიმდინარე შეტაკებების დროს, მეამბოხეების მიერ გასულ თვეს დაკავებული არაერთი პოზიცია დაიბრუნეს.

სირიელი მეამბოხეები ცდილობენ, დარაას პროვინცია დაიბრუნონ, რათა ასადის მოწინააღმდეგე იორდანიისკენ მიმავალი გზატკეცილი დაიცვან და დამასკოსაც მიახლოვდნენ.
XS
SM
MD
LG