ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ქუსარზე შეტევა გრძელდება


სირიის სამთავრობო ძალები ქალაქში გამაგრებული ოპოზიციის მეომრების წინააღმდეგ მოიერიშე ბომბდამშენებს და არტილერიას იყენებენ

ლიბანის შიიტური ორგანიზაცია ჰეზბოლას დახმარებით სირიის სამთავრობო ჯარებმა ოპოზიიცის ხელში მყოფი ქალაქ ქუსარის წინააღმდეგ შეტევა წამოიწყეს.

ბრძოლები ამ ქალაქისთვის უკვე რამდენიმე კვირაა მიმდინარეობს. ოპოზიციის დაჭრილ მეომრებს მეზობელ ლიბანში მკურნალობენ.
18 წლის ობეიდა აბდელ ნაბი მუცლის არეშია დაჭრილი შრაპნელით. ის რამდენიმე დღის წინ ქუსაირში მიმდინარე ბრძოლების დროს დაიჭრა.
სირიის სამთავრობო ძალები ქალაქში გამაგრებული ოპოზიციის მეომრების წინააღმდეგ მოიერიშე ბომბდამშენებს და არტილერიას იყენებენ. გააფთრებულ ბრძოლებში აჯანყებულებთან ერთად მშვიდობიანი მოსახლეობაც იღუპება.

როგორც დაჭრილი აბდელ ნაბი ამბობს ქუსაირში მძიმე ვითარებაა შექმნილი:

“ ძალიან გვიჭირს, განსაკუთრებით დაბომბვის დროს. სურსათ-სანოვაგეც გამოგველია.“

სირიიდან ბექაას ველის გავლით ოპოზიციონერები ადგილობრივების დახმარებით ლიბანში გადადიან. როგორც ჰასან აბდელრახმანი ამბობს:

“ სიტუაცია დღითი დღე უარესდება, სულ უფრო მეტი ხალხი იღუპება. მეამბოხეები და სამთავრობო არმიის ჯარისკაცები ერთმანეთს ხოცავენ.“

აბუ იამინმა ცალი ხელი ჰომსის ბრძოლების დროს დაკაგა 15 თვის წინ. ამჟამად ის დაჭრილების მკურნალობას ხელმძღვანელობს.
მისი თქმით:

“ როდესაც მე დავიჭერი, ჰომსიდან ტრიპოლიში 24 საათში ჩამიყვანეს. ახლა იგივე მარშრუტის გავლას ერთი კვირა სჭირდება. ეს თავისუფალი სირიის არმიის მებრძოლებისთვის დიდი პრობლემაა.“

21 წლის აიმან მუსა დაბომბვაში მოყვა და გვერდით ორი მეგობარი დაეღუპა. მან ფეხი დაკარგა და ახლა პროტეზის გაკეთებაზე ოცნებობს. მისი თქმით:

“ როგორც კი გამოვმჯობინდები ჰომსში უნდა დავბრუნდე და ბრძოლა გავაგრძელო. ხელოვნური ფეხითაც შევძლებ ბრძოლას. რეჟიმი არ შეცვლილა და ჩვენ საქმე ბოლომდე უნდა მივიყვანოთ.“

დაჭრილების საერთო მიზანია დღევანდელი რეჟიმის დამხობა. როგორც აჯანყებულები ამბობენ, სამშვიდობო მოლაპარაკებებზე საუბრის მიუხედავად ისინი ასადის რეჟიმის განადგურებამდე არ აპირებენ იარაღის დაყრას.
XS
SM
MD
LG