ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სირიის სამთავრობო ძალებმა მეამბოხეები განდევნეს


ქუნეიტრას გადასასვლელი ერთადერთი გამყოფი პუნქტია, რომელიც სირიასა და ისრაელის კონტროლირებად ტერიტორიებს შორის გადის

სირიის სამთავრობო ჯარებმა ისრაელის საზღვართან ცეცხლის შეწყვეტის ხაზის გასწვრივ გოლანის მაღლობებზე დაამყარეს კონტროლი და სირიელი მეამბოხეები ამ ტერიტორიიდან განდევნეს.

აღნიშნულ ცნობას ადასტურებს ისრაელის უსაფრთხოების სამსახურიც.
ქუნეიტრას გადასასვლელი, იშვიათად გამოყენებული და ერთადერთი გამყოფი პუნქტია, რომელიც სირიასა და ისრაელის კონტროლირებად ტერიტორიებს შორის გადის. ამ გადასასვლელს ახლა გაეროს ძალები უწევენ მონიტორინგს და იგი ნეიტრალურ ზონად ითვლება.

თვითმხილველების განცხადებით, საზღვრის გასწვრივ სირიის მხარეს ამ დროს შეტაკებები გრძელდებოდა. მათი ცნობით, მიმდებარე ტერიტორიაზე განთავსებულმა ობიექტებმა სერიოზული ზიანი განიცადა.
XS
SM
MD
LG