ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სირიაში დაპირისპირება გრძელდება


სამთავრობო ძალებმა დამასკოს შემოგარენში მეამბოხეთა პოზიციები დაბომბეს

სირიის ოპოზიციის განცხადებით, სამთავრობო ძალებმა დამასკოს შემოგარენში მეამბოხეთა პოზიციები დაბომბეს. ბრძოლები მიმდინარეობდა სირიის სხვა რაიონებშიც მიუხედავად იმისა, რომ მუსლიმურ დღესასწაულთან დაკავშირებით ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება უნდა ამოქმედებულიყო.

ინტერნეტში გამოქვეყნებულ ვიდეოზე ასახულია, თუ როგორ ბომბავს სირიის ავიაცია დამასკოს გარეუბნებს - ირბინს, ჰარასტას და ზამალკას.

ბრძოლა მიმდინარეობს ქალაქ მაარეთ ალ-ნუმანისთვის, რომელიც დამასკოდან ალეპოსკენ მიმავალ გზატკეცილს აკონტროლებს.

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG