ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სირიაში დაღუპულთა რიცხვმა 100 ათასს მიაღწია


იორდანიის მეფე შიშობს, რომ სირიის ომი მთელ რეგიონს მოიცავს

სირიელი აქტივისტების განცხადებით, ქვეყანაში ამბოხების დაწყებიდან დღემდე დაღუპულთა რიცხვმა 100 ათასს გადააჭარბა. ამის შესახებ ბრიტანეთში მოქმედი სირიის ადამიანის უფლებათა დაცვის ცენტრი იუწყება. მათი ინფორმაციით, ამბოხების ორი წლის მანძილზე, დაღუპულია 18 ათასი ამბოხებული და ასადის არმიის 40 ათასამდე მებრძოლი.
თვის დასაწყისში გაერომ გამოაქვეყნა მონაცემები, რომლის მიხედვითაც სირიაში 93 ათასი ადამიანია დაღუპული, თუმცა ორგანიზაციის ცნობით, რეალური ციფრი შესაძლოა უფრო მაღალი იყოს.
ამავდროულად, იორდანიის მეფე აბდულამ გამოთქვა შეშფოთება, რომ სირიის ომი შესაძლოა გაცდეს ქვეყნის ფარგლებს და რეგიონში საყოველთაო რელიგიურ დაპირისპირებაში გადაიზარდოს.
XS
SM
MD
LG