ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სირიაში ბავშვები დაიღუპნენ


სირიის ადამიანთა უფლებების დამცველი ჯგუფის ინფორმაციით, დაღუპულთა შორის ცხრა ბავშვი და სამი ქალია

აქტივისტები აცხადებენ, რომ სამთავრობო ძალების მიერ ქალაქ ალეპოს ძირითადად ქურთული დასახლების დაბომბვის შედეგად სულ მცირე 15 ადამიანი დაიღუპა.

სირიის ადამიანთა უფლებების დამცველი ჯგუფის ინფორმაციით, დაღუპულთა შორის ცხრა ბავშვი და სამი ქალია.

ალეპო სირიაში მიმდინარე სამოქალაქო ომის ერთიერთი ყველაზე სტრატეგიული ქალაქია. პრეზიდენტი ბაშარ ალ ასადი და მეამბოხეები ქალაქზე სრული კონტროლის დაწესებას უკვე რამდენიმე თვეა ცდილობენ.

გაეროს ინფორმაციით, ორი წლის წინ დაწყებული კონფლიქტის შედეგად დღემდე 70 ათასზე მეტი ადამიანია მოკლული.
XS
SM
MD
LG