ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ალეპოს დაბომბვა გრძელდება


ხუთშაბათს სირიაში მიმდინარე ძალადობის შედეგად 180-მდე ადამიანი დაიღუპა

სირიის ოპოზიციის აქტივისტების განცხადებით, დღეს პრეზიდენტ ბაშარ ალ ასადის შეიარაღებულმა ძალებმა დედაქალაქის და ალეპოს რამდენიმე ნაწილი დაბომბეს.

დიდ ბრიტანეთში დაფუძნებული სირიის ადამიანის უფლებათა დაცვის ცენტრის განცხადებით, დამასკოს სამხედრო აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე გრძელდება შეტაკებები მთავრობისა და მეამბოხე ძალებს შორის.

ცენტრის დირექტორმა, რამი აბდ ალ რაჰმანმა ამერიკის ხმას განუცხადა, რომ ხუთშაბათს სირიაში მიმდინარე ძალადობის შედეგად 180-მდე ადამიანი დაიღუპა. დამატებით 65 დაღუპულის ცხედარი, რომელთა ვინაობა ვერ მოწმდება, დამასკოს სამხრეთით მდებარე ქალაქ ქათანაში იქნა აღმოჩენილი.

შეგახსენებთ, რომ გაეროს სადამკვირვებლო მისიის ვადა სირიაში 19 აგვისტოს, კვირას იწურება. ამასთან, გაეროს უშიშროების საბჭოს იმედი აქვს, რომ სირიაში პოლიტიკური ოფისის გახსნას შეძლებს.
XS
SM
MD
LG