ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ერაყი - იარაღის მარშრუტი ასადისთვის


სირიაში პრეზიდენტის არმიისთვის იარაღი ერაყიდან შედის

ამერიკულ გაზეთ „ნიუ-იორკ თაიმსში“ დაბეჭდილი სტატიის მიხედვით, ერაყზე გამავალი დერეფანი სირიის პრეზიდენტის არმიის იარაღით მომარაგების მთავარი მარშრუტია. სტატიის მიხედვით, ამერიკელთა მცდელობა გადაკეტოს ირანიდან სირიის მთავრობის უზრუნველყოფა, მარცხით სრულდება. ამის მიზეზი კი ამ საკითხზე ერაყის ხელისუფლების არასაკმარისად ზრუნვაა. ოფიციალური ბაღდადი არცთუ დეტალურად ამოწმებს იმ სატვირთო თვითმფრინავებს, რომელთა საშუალებითაც ირანული იარაღი სირიაში ხვდება. გაზეთის ცნობით, ირანული იარაღის პარტიები მოიცავს რაკეტებს, ანტისატანკო ჭურვებბს და ნაღმტყორცნებს. გაზეთის ცნობით, ამ ოპერაციებში ასევე მონაწილეობენ ერაყელი ჩინოსნები, რომლებიც თეირანს ინსპექტირების დროს და ვადებს ატყობინებენ. ეს კი ირანს იარაღის აღმოჩენის თავიდან აცილების საშუალებას აძლევს.
XS
SM
MD
LG