ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სირიელმა მეამბოხეებმა ახალი ვიდეო გაავრცელეს


გაერო სამოქალაქო ომის დაწყებასა და ძალადობაში სირიის მთავრობასთან ერთად ოპოზიციასაც ადანაშაულებს

სირიელი ამბოხებულების მიერ გავრცელებულ ვიდეოში მოჩანს 20 დაღუპული ჯარისკაცის ცხედარი, რომლებიც ოპოზიციონერებმა ალეპოში გამოსალმეს სიცოცხლეს.

ორშაბათს გავრცელებულ ვიდეოზე ჩანს 20 ხელებშეკრული დახოცილი ჯარისკაცი, რომლებსაც კადრს მიღმა მყოფი მამაკაცი „ძაღლებად" მოიხსენიებს. ბრიტანეთში ბაზირებული სირიის ადამიანის უფლებათა დაცვის ცენტრის განცხადებით, ინციდენტი რამდენიმე დღის წინ მოხდა.

გაერო სამოქალაქო ომის დაწყებასა და ძალადობაში სირიის მთავრობასთან ერთად ოპოზიციასაც ადანაშაულებს.

ჟენევაში გამართული შეხვედრის დროს, გაეროს გენერალურმა მდივანმა, ბან კი მუნმა უსაფრთხოების საბჭო სირიის კრიზისის მოუგვარებლობაში დაადანაშაულა. ბან კი მუნმა ასევე მოუწოდა სირიის მოსახლეობას მხარი დაუჭირონ გაეროს და არაბული ლიგის ელჩის დიპლომატიურ მცდელობებს სირიის კრიზისის მოგვარებასთან დაკავშირებით.
XS
SM
MD
LG