ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სირიელი ამბოხებულები დახმარებას აშშ-ს თხოვენ


სირიის ოპოზიცია არაბული ლიგის სამიტს ესწრება

სირიის ოპოზიციის წარმომადგენლები არაბული ლიგის სამიტში პირველად მონაწილეობენ. მათი განცხადებით, შეერთებულმა შტატებმა უნდა გამოიყენოს პატრიოტის ტიპის ხმელეთი-ჰაერის რაკეტები, რათა დაიცვას ამბოხებულთა რაიონები პრეზიდენტ ასადის ავიაციის შეტევებისგან.

ოპოზიციის ლიდერი მუაზ ალ-ხათიბი აცხადებს, რომ ამერიკამ უნდა შეასრულოს მნიშვნელოვანი როლი, რათა სირიაში ორწლიანი კონფლიქტი დასრულდეს. მან განაცხადა, რომ უკვე მიმართა სახელმწიფო მდივან ჯონ კერის უკვე მიმართა, რათა ამერიკამ დახმარება აღმოუჩინოს სირიელ ამბოხებულებს, რომლებიც ჩრდილოეთ სირიას აკონტროლებენ.

დღეს ჩრდილო-ატლანტიკურმა ალიანსმა გაავრცელა განცხადება, რომლის თანახმად ნატო არ აპირებს სირიის კონფლიქტში სამხედრო ჩარევას. თუმცა, ნატოს სამი ერთეული რაკეტა თურქეთ-სირიის საზღვარზეა განლაგებული და ისინი თურქეთის ქალაქებს სირიიდან შესაძლო დარტყმის შემთხვევაში დაიცავენ.
XS
SM
MD
LG