ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სირიაზე საერთაშორისო ზეწოლა გრძელდება


საერთაშორისო საზოგადოება სირიის ხელისუფლებაზე ზეწოლას აგრძელებს.

შეერთებული შტატების სახელწიფო მდივნის ჰილარი კლინტონის განცხადებით სირიაში თავისუფალება, დემოკრატია და სტაბილურობა იქმადე არ დამყარდება სანამ ქვეყნის სათავეში პრეზიდენტი ბაშარ ალ-ასადია.

სტამბოლში ჟურნალისტებთან საუბრის დროს ქალბატონმა კლინტონმა იქვე დასძინა რომ საერთაშორისო საზოგადოებამ დროა უკვე ასადის შემდგომი სირიის შესახებ შეიმუშაოს გეგმა.

სახელმწიფო მდვივნის კომენტარს წინ უსწრებდა სირიაში წარგზავნილი გაეროს საგანგებო დესპანის კოფი ანანის მოხსენება, რომელმაც სირიაში მიმდინარე არეულობასა და ძალადობაში სამთავრობო და უასფრთხოების ძალები დაადანაშაულა.

XS
SM
MD
LG