ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ქალაქ ჰომსის ქუჩებში 45 ქალის და ბავშვის გვამი იპოვეს


აქტივისტების განცხადებით აქტიური დაბომბვების, საარტილერიო და სნაიპერული ცეცხლის შემდეგ სირიის ქალაქ ჰომსის ქუჩებში 45 ქალის და ბავშვის გვამი იპოვეს. მათ შორის ბევრია ნაწამები, მძიმედ დასახიჩრებული და გაუპატიურებული. აქტივისტების თქმით დანაშაულში ბრალი მთავრობის მხარდამჭერ სამხედრო დაჯგუფებებს მიუძღვის.

სირიის ოფიციალური მედია მსხვერპლის რაოდენობას ადასტურებს. თუმცა, კრიმინალურ ქმედებებში ის ე.წ. „შეიარაღებულ ტერორისტულ დაჯგუფებებს“ ადანაშაულებს და აცხადებს, რომ მათი მიზანი გვამების გლობალური მედიისთვის ჩვენება და საერთაშორისო რეზონანსის გაზრდა იყო.

ფაქტების გადამოწმება დამოუკიდებელი წყაროების მეშვეობით სირიაში უცხოელი ჟურნალისტების დაუშვებლობის გამო ჯერჯერობით არ ხერხდება.

XS
SM
MD
LG