ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბრძოლები სირიის ზოგიერთ ქალაქში კვლავ განახლდა


ბრძოლები სირიის ზოგიერთ ქალაქში კვლავ განახლდა
ბრძოლები სირიის ზოგიერთ ქალაქში კვლავ განახლდა

სირიელი აქტივისტების ცნობით სამთავრობო ძალების შეტევა ჰომსში, დარაში, ჰამაში და ქვეყნის დანარჩენ ქალაქებში ისევ განახლდა. არაბული ლიგის გადაწყვეტილებამ გაეროს სამშვიდობოების მოწვევის და სირიული ოპოზიციის მხარდაჭერის შესახებ პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის თანამოაზრეები ვერ შეაჩერა. 4 თებერვალს დაწყებული შეტევის შემდეგ ჰომსში ასობით ადამიანია დაღუპული.

ბრიტანეთის სახელმწიფო მდივნის, უილიამ ჰაგის განცხადებით არაბული ლიგა ამაზე უფრო გარკვევით განცხადებას ვერ გააკეთებდა, როდესაც რეზოლუცია ოპოზიციის მხარდაჭერის შესახებ მიიღო.

კვირას ლიგამ გადაწყვიტა კონფლიქტის დასარეგულირებლად გაეროს მიმართოს და ერთობლივი სამშვიდობო ძალა ჩამოაყალიბოს. ოფიციალურმა დამასკომ არაბული ლიგის რეზოლუცია მაშინათვე უარყო. სირიის ელჩმა ლიგაში, აჰმედ იუსუფმა განაცხადა, რომ ეს გადაწყვეტილება არაბულ სახელმწიფოთა მმართველების "ისტერიკას" ასახავს, რომელთაც გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციის მიღებას ვერ მიაღწიეს.

XS
SM
MD
LG