ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სირიიდან თურქეთში ასობით ლტოლვილი გადავიდა


სირიიდან თურქეთში ასობით ლტოლვილი გადავიდა

დღეს დილით ასობით ლტოლვილი იძულებული გახდა სირიიდან თურქეთში გადასულიყო. თურქეთის წითელი ჯვრის ორგანიზაცია იტყობინება, რომ დაახლოებით 600 ახალი ლტოლვილი გადავიდა სირიის სასაზღვრო ქალაქ -ხირბეთ ალ ჟუზიდან- მას შემდეგ, რაც იქ სირიის ჯარის სატანკო ქვედანაყოფი შეიჭრა.

თურქული სააგენტოს განცხადებით ლტოლვილთა რაოდენობამ მათ ქვეყანაში 11 ათასს გადააჭარბა. სპეციალისტების თქმით ნაკადი არ წყდება და ისინი თურქეთში კიდევ რამდენიმე ათასი სირიელის გადასვლას ელოდებიან.

დღეს ევროკავშირმა სირიის წინააღმდეგ ახალი სანქციები დაამტკიცა. 23 ადამიანისგან შემდგარ სიას, რომელთა მიმოსვლა შეიზღუდა და საბანკო ანგარიშები გაიყინა, კიდევ 7 პირის მონაცემი დაემატა. მათ შორის სამი ირანის მოქალაქეა, რომლებიც სირიის მთავრობის იარაღით მომარაგებაში არიან ეჭვმიტანილნი.

XS
SM
MD
LG