ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ევროკავშირმა სირიის წინააღმდეგ ახალი სანქციები მიიღო


ევროკავშირმა სირიის წინააღმდეგ ახალი სანქციები მიიღო
ევროკავშირმა სირიის წინააღმდეგ ახალი სანქციები მიიღო

ევროკავშირმა სირიის წინააღმდეგ ახალი სანქციები მიიღო. 23 ადამიანისგან შემდგარ სიას, რომელთა მიმოსვლა შეიზღუდა და საბანკო ანგარიშები გაიყინა, კიდევ 7 პირის მონაცემი დაემატა. მათ შორის სამი ირანის მოქალაქეა, რომლებიც სირიის მთავრობის იარაღით მომარაგებაში არიან ეჭვმიტანილნი. სანქციები სავარაუდოდ ხვალ დამტკიცდება და ამ კვირის ბოლოს ძალაში შევა.

სირიის საგარეო საქმეთა მინიტრმა, ვალიდ მოალემმა, დღეს დამასკოში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ „სირია ევროპის მსოფლიო რუქაზე არსებობას დაივიწყებს“. იგი ირანთან და ჰეზბოლასთან პრეზიდენტ -ბაშარ ალ ასადის- თანამშრომლობას კატეგორიულად უარყოფს. მინისტრის განცხადებით სირია ქვეყნის საშინაო საქმეებში გარეშე ჩარევას არ დაუშვებს და რომ ევროკავშირის სანქციები სირიის წინააღმდეგ ომის გამოცხადების ტოლფასია.

XS
SM
MD
LG