ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

დამასკოში ბრძოლები გრძელდება


This image made from amateur video released by the Ugarit News, July 15, 2012, purports to show Free Syrian Army soldiers clashing with government forces in Damascus. (AP cannot independently verify the content, date, location or authenticity of this mate

სირიის დედაქალაქის ქუჩებში მესამე დღეა შეტაკებები მიმდინარეობს

სირიელი აქტივისტები იტყობინებიან, რომ ხელისუფლების ძალებთან შეტაკებები უკვე 3 დღეა, რაც ქვეყნის დედაქალაქ -დამასკოში- მიმდინარეობს. აღნიშნული ბრძოლები პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის წინააღმდეგ დაწყებული ამბოხის ისტორიაში ყველაზე დიდი ინტენსიურობით გამოირჩევა.

გაერო სირიასთან დაკავშირებით ორი რეზოლუციის განხილვის პროცესშია. დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი, გერმანია და ამერიკა გაეროს დამკვირვებელთა მისიის 45-დღიანი გახანგრძლივების და სირიის წინააღმდეგ სანქციების დაწესების წინადადებით გამოდის. რუსეთი კი მისიის იმავე ვადით გახანგრძლივებას სანქციების გარეშე მოითხოვს.

გაეროს საგანგებო დესპანი სირიის საკითხებში, კოფი ანანი, ამჟამად მოსკოვში იმყოფება და პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან მოლაპარაკებებს აწარმოებს. დახურულ კარს მიღმა გამართულ შეხვედრამდე პუტინმა განაცხადა, რომ ის ყველა ღონეს იხმარს, რათა კოფი ანანის გეგმა განხორციელდეს და სირიაში გაჭიანურებულ კონფლიქტს წერტილი დაესვას.
XS
SM
MD
LG