ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სირიის მიმართ კრიტიკა არ ცხრება


სირიის მიმართ კრიტიკა არ ცხრება

გაეროს ადამიანის უფლებათა დაცვის კომისარმა ნევილ პილეიმ მკაცრად გააკრიტიკა სირიის ხელისუფლება საკუთარი მოსახლეობის წინააღმდეგ ტანკების, არტილერიის და სნაიპერების გამოყენების გამო.

ამასობაში რომის პაპმა ბენედიქტე მე-16 ვატიკანში სირიის ახალ ელჩთან საუბრისას განაცხადა, რომ დამასკომ საკუთარი ხალხის ღირსებას პატივი უნდა სცეს.

ეს შეხვედრა თურქეთში ათასობით სირიელის გადასვლას დაემთხვა, რომლებიც ამ გზით ცდილობენ თავი დააღწიონ საკუთარ სამშობლოში გამეფებულ ძალადობას.

სირიიდან თურქეთში უკვე 1600 ლტოლვილი გადავიდა. მართალია თურქეთის პრეზიდენტს რეჯეფ ტაიპ ერდოღანს კარგი ურთიერთობა აქვს თავის სირიელ კოლეგასთან. მაგრამ ის საზღვრების ღიად დატოვებას აპირებს, რათა ხალხმა თავი დააღწიოს სირიაში გამეფებულ სისასტიკეს.

XS
SM
MD
LG