ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

თურქ მესაზღვრეებს 163 სირიელი დევნილის მოკვლას აბრალებენ


სირიის ადამიანის უფლებათა დამცველი ჯგუფი თურქ მესაზღვრეებს ბრალს 163 სირიელი დევნილის მკვლელობაში დებს. განცხადება ლონდონში დაფუძნებულმა უფლებადამცველმა ორგანიზაციამ, რომელსაც მონიტორები სირიის ტერიტორიაზე ჰყავს, დღეს გაავრცელა.

2016 წელს დაფიქსირებულ მსხვერპლს შორის 31 ბავშვი და 15 ქალია. უფლებადამცველების მონაცემებით, ისინი სირიიდან თურქეთში საზღვრის გადაკვეთას ცდილობდნენ. თურქეთის ოფიციალური პირები ბრალდებას უარყოფენ და აცხადებენ, რომ მესაზღვრეები დევნილებს ცეცხლს არ უხსნიან.

ანკარამ საზღვარი 2015 წლის მარტში გადაკეტა, რითაც დევნილებისთვის ღია კარის პოლიტიკას წერტილი დაუსვა. თავიდან, თურქეთის ეს ნაბიჯი დროებით ზომად განიხილებოდა, თუმცა, სირიელებისთვის საზღვარი დღემდე დახურულად რჩება. ოფიციალური ვერსიით, საზღვრის გადაკეტვა ჯიჰადისტების და ტერორისტების ინფილტრაციის მცდელობების აღკვეთის მიზნით მოხდა, რომლებიც თურქეთში თავდასხმების მოწყობას გეგმავდნენ.

XS
SM
MD
LG