ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სირიაში ყოველ ერთ საათში 6 ადამინი იღუპება


ამის შესახებ განცხადებას სირიელი აქტივისტები აკეთებენ

გასული თვის განმავლობაში, ყოველ ერთ საათში, ყოველდღიურად საშუალოდ 6 ადამინი იღუპებოდა. ამის თაობაზე სირიელი აქტივისტები საუბრობენ.

სირიაში ადამინის უფლებების დამცველი ჯგუფები თავის მხრივ აცხადებენ, რომ ოქტომბრის თვეში 4532 ადამიანი შეეწირა ქვეყანაში მიმდინარე დაპირისპირებას. აქედან გამომდინარე დღეში 147 და საათში 6 სირიელი იღუპებოდა.

ამ ფონზე სირიაში ბრძოლები კვლავ გრძელდება. მეამბოხეები განაგრძობენ სამთავრობო ძალებთან შეტაკებებს თავთანაზის სამხედრო საჰაერო ბაზაზე კონტროლის ხელში ჩასაგდებად. ბაზა სტრატეგიული მნიშვნელობისაა, ვინაიდან ის დამსაკოსა და ალეპოს შორის მდებარეობს.

XS
SM
MD
LG