ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სირიაში ხელისუფლებას და ოპოზიციას შორის შეტაკებები განახლდა. გაეროს გენერალური მდივანი ბან კი-მუნი აცხადებს, რომ უშიშროების საბჭომ ქვეყანის მთავრობას ძალზე გარკვეული და ეფექტური სამშვიდობო გეგმა შესთავაზა.

მალაიზიაში სიტყვით გამოსვლისას გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ხელმძღვანელმა გეგმაში ჩამოთვლილ პუნქტებს „უშეცდომოც“ კი უწოდა. ბან კი-მუნის განცხადებით ძალადობა რაც შეიძლება მალე უნდა დასრულდეს. სირიის მთავრობას და ოპოზიციას შორის ისეთი სახის მოლაპარაკება უნდა დაიწყოს, რომელიც სირიელთა ელემენტარულ მოთხოვნებს აკმაყოფილებს. ქვეყანას ჰუმანიტარული დახმარებაც დაუყოვნებლივ და შეუფერხებლად უნდა მიეწოდოს, აღნიშნა მან.

გენერალური მდივნის გამოსვლას შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი, ჰილარი კლინტონიც გამოეხმაურა და სირიის ხელისუფლებას გაეროს შეთანხმების დაცვისკენ მოუწოდა. „წინააღმდეგ შემთხვევაში პრეზიდენტ ასადის რეჟიმს საერთაშორისო საზოგადოებისგან წნეხის გაზრდა და შემდგომი იზოლაცია ემუქრება“ - განაცხადა მან.

XS
SM
MD
LG