ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ფილიპინელი სამშვიდობოების გათავისუფლების ოპერაცია


21 ფილიპინელი სამშვიდობოს გათავისუფლებისთვის ყველაფერი მზად არის

გაეროს ოფიციალური პირების განცახადებით, სირიელი მეამბოხეების მიერ ტყვედ აყვანილი 21 ფილიპინელი სამშვიდობოს გათავისუფლებისთვის ყველაფერი მზად არის. მათი გადაცემა შაბათსა არის დაგეგმილი. გაეროს ოფიციალური პირები მოლაპარაკებებს მეამბოხეების მეთაურებთან მართავდნენ, რომლებიც სირიის სამთავრობო ძალების რაიონიდან გასვლას მოითხოვდნენ. პრეზიდენტ ბაშარ ალ ასადს მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით კომენტარი არ გაუკეთებია.
გაეროს კოლონა პარასკევსაც ცდილობდა სამშვიდობოების გამოყვანას, თუმცა უშედეგოდ. სირიის სამთავრობო ძალების მხრიდან ძლიერი საჰაერო და საარტილერიო ცეცხლის გახსნის გამო. კოლონას უკან დაბრუნება მოუწია. ხელახალი მცდელობა შაბათს განხორციელდება.
XS
SM
MD
LG