ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჯონ კერიმ და სერგეი ლარვოვმა შეხვედრა გამართეს


სირიის სამშვიდობო კონფერენცია შეიძლება შემოდგომაზე გაომართეს

აშშ-ს სახელმწიფო მდივანი ჯონ კერი აცხადებს, რომ დაგეგმილი სამშვიდობო კონფერენცია სირიის საკითხთან დაკავშირებით შესაძლოა აგვისტოს ბოლომდე არ გაიმართოს. სამშაბათს, კონფლიქტის თაობაზე ის ცალკე- ცალკე შეხვდა თურქეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელს აჰმედ დავუთოღლუს და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს სერგეი ლავროვს. ეს მოლაპარაკებები ბრუნეის სახელმწიფოში მიმდინარე სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების ფორუმის მიმდინარეობის დროს გაიმართა. ამერიკის ხმის სახელმწიფო დეპარტამენტის საკითხებზე მომუშავე კორესპონდენტი სკოტ სტერნი ბრუნეიდან მოგვითხრობს.

ჯონ კერი აცხადებს, რომ შეერთებულ შტატებს და რუსეთს სირიის საკითხთან დაკავშირებით განსხვავებული პოზიცია აქვთ. იგი დასძენს, რომ მხარეებს შორის განსხვავებული პოზიციის მიუხედავად, მოსკოვი და ვაშინგტონი სერიოზულად არის განწყობილი სირიის კონფლიქტში ორივე მხარის ჩართულობა უზრუნველყოს გარდამავალი მთავრობის შესაქმნელად.

ჯონ კერი: ამერიკას და რუსეთს აქვთ უნარი რომ არსებული სიტუაცია შეცვალონ, თუკი ამ მიზნისთვის ერთობლივად ვიმუშავებთ.

რუსეთი სამხედრო დახმარებას სირიის პრეზიდენტის ბაშარ ალ-ასადის მომხრეებს უწევს. შეერთებული შტატები კი მზად არის, რომ სამხედრო შეიარაღება ასადთან დაპირისპირებულ ძალებს მიაწოდოს. თუმცა კერი აცხადებს, რომ ის და ლავროვი შეუთანხმებლობის მიუხედავად მაინც ცდილობენ გარდამავალი მთავრობის ჩამოყალიბებასთან დაკავშირებულ დიალოგს შეუწყონ ხელი, სამშვიდობო კონფერენცია კი კერის განცხადებით აგვისტოს ბოლომდე არ გაიმართება.

ჯონ კერი: ლავროვთან შეხვედრის შემდეგ ნათელი გახდა, რომ ორივეს გვსურდა იმის გარკვევა- თუ რამდენად სერიოზულად ვეკიდებით საკითხს, და როგორია მონდომების ხარისხი მის მოსაგვარებლად.

კერი ამბობს, რომ ჟენევაში დაგეგმილი მოლაპარაკებების წარმატება გარდამავალ მთავრობასთან დაკავშირებით ეყრდნობა იდეას, რომ გარდამავალ მთავრობას საერთო თანხმობით სრული ძალაუფლება უნდა გააჩნდეს- და მნიშვნელობა არ აქვს იმას, მიმდინარეობს თუ არა სამხედრო დაპირისპირება.

ჯონ კერი: არ აქვს მნიშვნელობა ვინ იბრძვის უკეთ, ასადი თუ მისი ოპოზიცია. მთავარი - ძალაუფლების გადაცემაა, ამიტომაც შევეცდებით რომ ეს საკითხი ჟენევაში იქნას განხილული.

კერი აცხადებს, რომ ის და ლავროვი შეთანხმდნენ რომ სირიაში არსებულ კონფლიქტში რომელიმე მხარის სამხედრო გამარჯვება ქვეყნისთვის სასიკეთო არ იქნება.

ჯონ კერი: მეორე საკითხი რაზეც ვიმსჯელეთ არის ის, რომ მივმართოთ ძალისხმევა კონფლიქტის მშვიდობიანი მოწესრიგებისთვის, ვინაიდან ეს არის ყველაზე სწორი გზა სირიის სახელმწიფოს გადასარჩენად და მსხვერპლის შესამცირებლად.

ამერიკის სახელმწიფო მდივანმა ლავროვთან შეხვედრისას ასევე წამოჭრა ამერიკის დაზვერვის სამსახურის ყოფილი თანამშრომლის ედვარდ სნოუდენის შესახებ საკითხი, რომელიც ახლა მოსკოვის აეროპორტის სატრანზიტო განყოფილების სასტუმროში ცხოვრობს. სწორედ მან გაავრცელა ამერიკის უსაფრთხოების სააგენტოს მიერ ფარული თვალთვალის შესახებ დოკუმენტები. ჯონ კერი აცხადებს, რომ ეს თემა მართალია ლავროვის კომპეტენცია არ არის, თუმცა რუს კოლეგას მაინც განუმარტა, რომ ეს საკითხი რუსეთ-ამერიკის ურთიერთობებში მნიშვნელოვანი თემაა.

სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლის ინფორმაციით ჯონ კერის და მისი თურქი კოლეგის შეხვედრა ასადის ოპოზიციის გაძლიერების საკითხს და იძულებით გადაადგილებულ პირთათვის ჰუმანიტარული დახმარების გაზრდას შეეხო. ჯონ კერიმ და დავუთოღლუმ ასადის ძალების მიერ ქალაქ ჰომსში მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ თავდასხმა დაგმეს, რაც ამერიკელი ოფიციალური პირის სიტყვებით- „ჰეზბოლას მიერ განხორციელებული დესტაბილიზაციის მცდელობაა სირიაში.“
XS
SM
MD
LG