ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სირიის ოპოზიცია სტამბოლში შეიკრიბა


სირიის საგარეო საქმეთა მინისტრის ვალიდ ალ-მუალემის განცხადებით, დამასკო პრინციპში მხარს უჭერს სამშვიდობო კონფერენციის ჩატარებას.

სტამბოლში სირიის ოპოზიციის წარმომადგენლების შეხვედრა მიმდინარეობს სამშვიდობო კონფერენციის ჩატარებასთან დაკავშირებით, რომელიც შეერთებული შტატბის და რუსეთის ინიციატივით უნდა გაიმართოს სირიის კონფლიქტის მოგვარების მიზნით.

სირიის ოპოზიციის საბჭო ვერ შეთანხმდა შეიყვანონ, თუ არა კოალიციის შემადგენლობაში საუდის არაბეთის კანდიდატი მიშელ კილო. საბჭოს გაფართოების წინააღმდეგ მუსლიმთა საძმო გამოდის, რომელსაც ყატარის ხელისუფლება უჭერს მხარს. ყატარი დიდი გავლენით სარგებლობს სირიის ოპოზიციაში, რადგან აჯანყებულთა არმიას იარაღით და ფინანსურად ეხმარება.

სირიის საგარეო საქმეთა მინისტრის ვალიდ ალ-მუალემის განცხადებით, დამასკო პრინციპში მხარს უჭერს სამშვიდობო კონფერენციის ჩატარებას, რათა ბოლო მოუღოს სამოქალაო ომს სირიაში.
XS
SM
MD
LG