ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სირიის ოპოზიცია მსოფლიოს უმოქმედობაში ადანაშუალებს


სირიელი ხალხის მისამართით ყოველდღიურად ხორციელდება დანაშაული

სირიის მთავარი ოპოზიციური ჯგუფი, სირიის ეროვნული კოალიცია, საერთაშორისო შეხვედრებს მართავს და მსოფლიოს სამარცხვინო უმოქმედობაში სდებს ბრალს. მათივე თქმით სირიელი ხალხის მისამართიდ ყოველდღიურად ხორციელდება დანაშაული.

კოალიციამ მომავალ კვირას რომში დაგეგმილ შეხვედრაში მონაწელეობაზე უარი განაცხადა. ასევე, მათ უარი თქვეს მოსკოვიდან და ვაშინგტონიდან მოლაპარაკების საწარმოებლად გაგზავნილ მიწვევაზე.

კოალიციის მიმართვაში განსაკუთრებულად იყო გაკრიტიკებული რუსეთი, რომელიც, მათი აზრით, სირიის პრეზიდენტ ბაშარ ალ ასადის მთავრობას იარაღით ამარაგებს. განსაკუთრებული უკმაყოფილება მათ ალეპოში რუსული"სკადის" ტიპის რაკეტების გამოყენების გამო გმოთქვეს.
XS
SM
MD
LG