ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ობამა რუსეთში ვიზიტით ჩავიდა


G20/
G20/

სირიაში ამერიკის სახმედრო ოპერაციის შესახებ უნდა იმსჯელონ

შეერთებული შტატების პრეზიდენტი ბარაკ ობამა რუსეთში ვიზიტით ჩავიდა, სადაც სირიაში ამერიკის სახმედრო ოპერაციის შესახებ უნდა იმსჯელონ.
სანკტ პეტერბურგის ორდღიან ეკონომიკურ სამიტზე სირიის კრიზისის განხილვა დაგეგმილი არ იყო. მაგრამ მსოფლიოს ლიდერები სამიტზე ამ საკითხის ირგლივ დისკუსიას გეგმავენ.
პრეზიდენტი ობამა სირიის საკითხზე მხარდაჭერას ამერიკაში და მსოფლიოს სხვა ქვეყნებშიც ცდილობს. პრეზიდენტი
ჩასვლლისთანავე შეხვდა იაპონიის პრემიერ მინისტრს შინზო აბეს და მასთან წყნარი ოკეანის აუზის ქვეყნების თანამშრომლობის საკითხზე ისაუბრა:
„ვიცი, რომ პრემიერ მინისტრს სურს, წყნარი ოკეანის აუზის ქვეყნების პარტნიორობის შესახებ მოლაპარაკებები წელს დასრულდეს. ეს პარტნიორობა დინამიური და სწრაფად მზარდი ბაზრების დამკვიდრებას და მაღალი სტანდარტების სავაჭრო ხელშეკრულებების შემქნას შეუწყობს ხელს.“
XS
SM
MD
LG