ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

დამასკოს მაზეს რაიონში, სადაც უცხო ქვეყნების საელჩოებია განლაგებული, სირიის უშიშროების ძალებსა და მეამბოხეებს შორის შეიარაღებული შეტაკება მოხდა.

ლონდონში ბაზირებული სირიის ოპოზიციის წარმომადგენლის რამი აბდელ რაჰმანის განცხადებით ამ შეტაკების შედეგად სამთავრობო ძალების 18 ჯარისკაცი დაიჭრა.

სირიის სახელმწიფო ტელევიზიის განცხადების თანახმად შეტაკება უშიშროების ძალების მიერ ტერორისტების წინააღმდეგ განხორციელებული რეიდის დროს მოხდა რომლის დროსაც ორი ტერორისტი გაანადგურეს.

სირიის ხელისუფლების განცხადებით ტერორისტები უცხოეთიდან ფინანსდებიან და მათი შეთქმულების მიზანი პრეზიდენტ ასადის დამხობაა.

XS
SM
MD
LG