ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სირიაში ადგილობრივი არჩევნები გრძელდება


სირიაში ადგილობრივი არჩევნები გრძელდება
სირიაში ადგილობრივი არჩევნები გრძელდება

სირიაში ადგილობრივი არჩევნები გრძელდება. ამ ფონზე, სირიის უფლებადამცელების განცხადებით, ქვეყნის რამდენიმე ქალაქში უსაფრთხოების ძალები არმიის დეზერტირებს დაუპირისპირდნენ.

დღევანდელი არჩევნები მთავრობის მიერ დაპირებული რეფორმების პირველი გამოცდაა.

ლონდონში დაფუძნებული სირიის ადამიანის უფლებების დაცვის ობსერვატორია აცხადებს, რომ დაპირისპირებას დღეს ჩრდილო-დასავლეთის იდლიბის პროვინციაში და სამხრეთში დარაას რაიონში ჰქონდა ადგილი.

აღსანიშნავია, რომ ადგიილობრივი არჩევნების შედეგად სირიის 14 პროვინციაში ადგილობრივ საბჭოებში 17 000 ადგილზე აირჩევენ თანამდებობის პირებს.

ასადის ხელისუფლება მოსახლეობას არჩევნებში მონაწილეობისკენ მოუწდებს.

XS
SM
MD
LG