ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სირიაში ძალადობა გრძელდება


მოყვარულის მიერ გადაღებულ ვიდეო-კადრებში, რომელიც ანტი-სამთავრობო აქტივისტების მიერ გავრცელდა, კარგად ჩანს თუ როგორ გრძელდება ძალადობა სირიის ცენტრალურ ქალაქ ჰამას ტერიტორიაზე. მთავრობის ძალების მიერ ქალაქ ჰამასზე განხორციელებულ შეტევას კვლავ უამრავი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. ვიდეო-კადრებში ასევე კარგადაა ასახული თუ როგორ მიყავთ დაჭრილები ქალაქ ჰულას საავადმყოფოში.

ჰულას მეორე მხარეს კი არეულობის შედეგად მოკლული 100-ზე მეტი ადამიანის ცხედარი ასვენია. გაერთიანებული ერების ორგანიზაციის დამკვირვებელთა ინფორმაციით დაღუპულთა შორის უმეტესობა ბავშვია.

გაეროს სპეციალური დესპანი ორშაბათს სირიაში ჩავიდა. ბატონი ანანი პრეზიდენტ ბაშარ-ალ-ასადს შეხვდა, რომელსაც სამშვიდობო გეგმის პირობების შესრულებისკენ და კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარებისაკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა:

„ის რაც მოხდა საზარელი დანაშაულია და გაეროს უსაფრთხოების საბჭომ ყოველივ ეს დაგმო,-“ განაცხადა კოფი ანანმა.

გაეროს ზოგიერთი ელჩი აღნიშნული ფაქტის გამო სირიის ხელისუფლებას ადანაშაულებს:

„ამ ყველაფერს სირიის მთავრობის აშკარა კვალი ეტყობა,-“ აცხადებს პიტერ ვაიტი, გერმანიის ელჩი გაეროში.

რუსეთის ელჩი გაეროში ალექსნადრე პანკინი კი, რომელიც ყოველთვის სირიის მოკავშირე იყო შემდეგს აღნიშნავს:

„ძალიან ძნელია წარმოიდგინო რომ სირიის მთავრობამ პირდაპირი დამიზნებით 40 ქალისა და 30 ბავშვის სიცოცხლე შეიწირა.“

თავის მხრივ სირიის ელჩი გაეროში უარყოფს მთავრობის მხრიდან განხორციელებულ ძალადობას:

„სამწუხაროა, როცა საბჭოს ზოგიერთი წევრი ისეთ შეცდომაშია შეყვანილი, რის გამოც ვითარებას სხვანაირად აფასებენ. “

ყოველივე აქედან გამომდინარე, უმთავრესი ახლა ძალადობის დროული შეწყვეტაა. ამისათვის კი იმ ექვსპუნქტიანი სამშვიდობო ხელშეკრულების ზედმიწევნით დაცვა და განხორციელებაა.

XS
SM
MD
LG