ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კოფი ანანი ბაშარ ალ-ასადს შეხვდა


გაეროს მშვიდობის დესპანი, კოფი ანანი დამასკოში სირიის პრეზიდენტს, ბაშარ ალ-ასადს შეხვდა. მან ქვეყნის ლიდერს ამბოხებულებთან ცეცხლის შეწყვეტის შესახებ დადებული ხელშეკრულების დაცვისკენ მოუწოდა.

გაეროს სპიკერის, სიუზან გოშეს ცნობით, დღევანდელ შეხვედრაზე მშვიდობის საერთაშორისო დესპანმა ორი მთავარი საკითხი წამოჭრა: სირიაში კონფლიქტის დარეგულირების ექვსპუნქტიანი ხელშეკრულება და პარასკევს ქალაქ ჰულაში მომხდარი ფაქტი, რომელსაც 108 მშვიდობიანი მოქალაქე შეეწირა. მათი უმრავლესობა ქალები და ბავშვები იყვნენ.

„ამერიკის ხმასთან“ ინტერვიუში ქალბატონმა გოშემ განაცხადა, რომ დამკვირვებლები შაბათიდან მოყოლებული ქალაქ ჰულაში იმყოფებიან და პარასკევის ინციდენტის შესახებ გამოძიებას აწარმოებენ. სირიის უფლებადამცველების ცნობით ქვეყანაში დღეს კიდევ 19 ადამიანი დაიღუპა.

XS
SM
MD
LG