ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სირიაში ორი ევროპელი ჟურნალისტი დაიღუპა


სირიაში ორი ევროპელი ჟურნალისტი დაიღუპა

სირიის ქალაქ ჰომსის დაბომბვისას ორი ევროპელი ჟურნალისტი დაიღუპა, მაშინ როდესაც რუსეთი და ადამიანის უფლებათა დამცავები ქალაქისთვის ჰუმანიტარული დახმარების აღმოჩენას მოითხოვენ.

სირიის ოპოზიციის აქტივისტების განცხადებით დღეს ალყაშემორტყმული ქალაქის საარტილერიო დაბომბვის დროს ბრიტანული „სანდი თაიმსის“ კორესპონდენტი მარი კოლვინი და ფრანგი ფოტოგრაფი რემი ოჩლიკი დაიღუპნენ. პრეზიდენტ ასადის ერთგული ძალების მიერ განხორცილებულ დაბომბვას მათ გარდა კიდევ 13 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.

საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ალან ჟუპემ ღრმა მწუხარება გამოხატა ამ ინციდენტის გამო. მისი თქმით სირიაში სიტუაცია დღითიდღე უარესდება, თუმცა ჯერ კიდევ არის იმედი, რომ ტუნისში დაგეგმილ შეხვდრაზე მოხერხდება სირიის კრიზისის მშვიდობიანი გადაწყვეტის გზების დასახვა.

XS
SM
MD
LG