ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

შეხვედრა სტამბოლში


შეხვედრა სტამბოლში

სირიის მთავარი ოპოზიციური ორგანოს წარმომადგენლები სტამბოლში იკრიბებიან. აქ ისინი სირიის მთავრობასთან შესაძლო მოლაპარაკებების გამართვაზე იმსჯელებენ. შეერთებული შტატები და რუსეთი მომდევნო თვეს საერთაშორისო კონფერენციის ორგანიზებას ჟენევაში გეგმავენ. მათი გეგმით სირიის მთავრობამ და ამბოხებულებმა ქვეყანაში დროებითი მთავრობის შექმნის პირობებზე უნდა მოილაპარაკონ. სირიის ნაციონალური კოალიციის წევრმა ლოა საფიმ განაცხადა, რომ მათ ჯგუფს ამ მოლარაკებასთან დაკავშირებით კვლავ გააჩნია გარკვეული კითხვები. ისინი სირის მომავალ მთავრობაში პრეზიდენტ ასადის დარჩენას ეწინააღმდეგებიან.
XS
SM
MD
LG