ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მსოფლიო რეაქცია ისრაელის საჰაერო თავდასხმაზე


რუსეთის და ჩინეთის მთავრობამ, გაეროს გენერალურ მდივანთან ერთად, შეშფოთება გამოთქვეს სირიის წინააღმდეგ განხორციელებული საჰაერო დარტყმების გამო

სირიის წინააღმდეგ ისრაელის მიერ განხორციელებულმა საჰაერო თავდასხმამ მსოფლიოში არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია.
ისრაელი აცხადებს, რომ ეს აქცია მხოლოდ ჰეზბოლას მეომრების წინააღმდეგ იყო მიმართული. სირიის ხელისუფლება კი ამტკიცებს, რომ ისრაელი სირიაში მოქმედ ტერორისტებს ეხმარება.
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან სერგეი ლავროვთან სატელეფონო საუბრისას მისმა სირიელმა კოლეგამ ვალიდ ალ-მოალემმა ისრაელი და დასავლეთის ქვეყნები სირიის წინააღმდეგ მიმართულ სამხედრო აქციებში დაადანაშაულა, რაც დამასკოს საპასუხო მოქმედების უფლებას აძლევს.
რუსეთის და ჩინეთის მთავრობამ, გაეროს გენერალურ მდივანთან ერთად, შეშფოთება გამოთქვეს სირიის წინააღმდეგ განხორციელებული საჰაერო დარტყმების გამო, რამაც შესაძლოა კონფლიქტის გაფართოებას შეუწყოს ხელი. დღეს მოსკოვში, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი ამ საკითხს შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანთან, ჯონ კერისთან შეხვედრის დროს განიხილავს.
XS
SM
MD
LG