ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სამგლოვიარო ცერემონია თეირანში


ირანის ისლამური რევოლუციის დამცველთა კორპუსის ერთ-ერთი მეთაური სირიაში მოკლეს

თეირანში შედგა ირანის ისლამური რევოლუციის დამცველთა კორპუსის ერთ-ერთი მეთაურის დაკრძალვის ცერემონია. გენერალი ჰასან შათერი სირიაში მოკლეს. ცერემონიას ირანის მთავრობის მაღალჩინოსნები ესწრებოდნენ, მათ შორის ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი ალი აკბარ სალეჰი, რევოლუციის დამცველთა კორპუსის გენერალი ალი ჯაფარი და ასევე ირანის სასულიერო პირები.
ირანის ოფიციცალური პირების განცხადებით, გენერალი შათერი დამასკოდან ბეირუთში მიემგზავრებოდა, როდესაც მასზე თავდასხმა განხორციელდა. ის ცეცხლსასროლი იარაღით გამოასალმეს სიცოცხლეს. ისლამური რევოლუციის დამცველთა კორპუსის წარმომადგენლები მომხდარში ისრაელის მხარდამჭერებს ადანაშაულებენ.
XS
SM
MD
LG