ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სირიაში საერთაშორისო დამკვირვებლებს ელოდებიან


უახლოესი 48 საათის განმავლობაში სირიაში გაეროს სპეციალურ ჯგუფის ჩასვლას ელოდებიან, რომელიც საერთაშორისო დამკვირვებლების განთავსების საკითხებს განიხილავს. ამის შესახებ გაეროს ოფიციალურმა დესპანმა სირიის საკითხებში კოფი ანანმა განაცხადა. მისი თქმით, ჯგუფი შეისწავლის დეტალურ საკითხებს დამასკოში საერთაშორისო დამკვირვებლების მივლინების თაობაზე. მანამდე კოფი ანანმა განაცხადა, რომ სირიის პრეზიდენტი ბაშარ ალასადი დათანხმდა გამოიყვანოს სამთავრობო სამხედრო ძალები ოპოზიციური წერტილებიდან და ეს პროცესი 10 აპრილისთვის დაასრულოს. ანანის თქმით, სირიის ლიდერი ასევე თანახმაა გადადგას რამდენიმე მნიშვნელოვანი და დაუყოვნებლივი ნაბიჯი მშვიდობის დამყარების მიზნით, მათ შორის დასახლებული პუნქტებისკენ სამხედრო ნაწილების მოძრაობის შეწყვეტა და მძიმე ტექნიკის გადაადგილება.

XS
SM
MD
LG