ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ქალაქ ჰომსში სადამსჯელო ოპერაციები გრძელდება


ქალაქ ჰომსში სადამსჯელო ოპერაციები გრძელდება
ქალაქ ჰომსში სადამსჯელო ოპერაციები გრძელდება

სირიის სამთავრობო ძალები აგრძელებენ ქალაქ ჰომსში სადამსჯელო ოპერაციებს, მაშინ როდესაც რუსეთი აცხადებს, რომ საერთაშორისო ურთიერთობებში ძალადობის კულტი დამყარდა და დასავლეთს სირიაში ინტერვენციისგან თავშეკავებას ურჩევს.

ბრიტანეთში ბაზირებული სირიის ადამიანის უფლებათა დაცვის ორგანიზაციის განცხადებით ქალაქ ჰომსზე შეტევის დროს სირიის რეჟიმის ერთგულმა ძალებმა ტანკები, რაკეტები და ნაღმტყორცნები გამოიყენეს. დაღუპულია სულ ცოტა 50 ადამიანი, დანგრეულია ქალაქის მთელი რიგი რაიონები. ამ ქალაქში უკვე მეხუთე დღეა ბრძოლები მიმდინარეობს, რომლის დროსაც ასობით ადამიანი დაიღუპა.

რუსეთის პრემიერ-მინისტრის ვლადიმერ პუტინის განცხადებით ძალადობა ყოველმხრივ მიუღებელია ვისი მხრიდანაც არ უნდა მოდიოდეს ის. რუსეთის სულიერ ლიდერებთან შეხვდრისას ბატონმა პუტინმა განაცხადა, რომ სირიელებს უცხოეთიდან ჩარევის გარეშე უნდა მიეცეთ საკუთარ პრობლემებში გარკვევის საშუალება.

სირიის პრტეზიდენტმა ბაშარ ალ-ასადმა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრის შემდეგ, ოპოზიციასთან მოლაპარაკება თავის ვიცე-პრეზიდენტს ფარუკ ალ-შარაას დაავალა, თუმცა სირიის ოპოზიცია არაბული ლიგის და რუსეთის ინიციატივით ხელისუფლებასთან დიალოგზე უარს აცხადებს.

XS
SM
MD
LG