ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჰომსში ინტესნიური სროლები განახლდა


ჰომსში ინტესნიური სროლები განახლდა
ჰომსში ინტესნიური სროლები განახლდა

სირიის უფლებათა დაცვის აქტივისტების განცხადებით ქალაქ ჰომსში, სამთავრობო ძალებმა, ოპოზიციონერთა პოზიციებზე ინტესნიური სროლები განაახლეს. პარალელურად, გაერთიანებული ერების ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ სირიის უმაღლესი რანგის ლიდერებმა პასუხისმგებლობა უნდა აიღონ ქვეყანაში უდანაშაულო ადამიანების მისამართით გაწეული დანაშაულის გამო.

გაეროს დამოუკიდებელ ექსპერტთა ჯგუფმა დღეს გაეროს უმაღლეს კომისარიატს სპეციალური ანგარიშიც წარუდგინა. ანგარიშში სირიის ხელისუფლების იმ პირთა გვარებია დასახელებული, რომელთა წინააღმდეგ გამოძიება უნდა ჩატარდეს.

ოფიციალური მონაცემებით სირიაში არსებულ ძალადობასა და ქალაქ ჰომსში მიმდინარე სროლებს 74 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, რომელთა შორის ორი დასავლელი ჟურნალისტია.

XS
SM
MD
LG