ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ღუტას მეამბოხეები ტოვებენ


სირიის მოკავშირე რუსეთის მიერ მიღწეული შეთანხმების თანახმად, დღეს ღუტის ტერიტორიას ათასობით სირიელი მეამბოხე და მათი ოჯახის წევრები დატოვებს. მათ გასაყვანად ავტობუსებია მობილიზებული.

მსგავსი ტიპის შეთანხმება სირიაში წარსულშიც მომხდარა, როცა მთავრობა მეამბოხეებს სხვა ტერიტორიაზე გადასვლას აიძულებს. დღევანდელ გარიგებაში ასევე შედიოდა ტყვეების გაცვლა.

ჰარასტას დატოვების შემდეგ მეამბოხეების კონტროლის ქვეშ დედაქალად დამასკოს ორი გარეუბანი რჩება.

რუსეთის მიერ მხარდაჭერილმა სირიის სამთავრობო ძალებმა მეამბოხეების მიერ კონტროლირებულ ტერიტორიებზე იერიში გასულ თვეს მიიტანეს. შეტაკებებისას 15000 ადამიანი დაიღუპა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG