ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჰუმანიტარული კოლონის შესვლისთანავე, სირიის დაბომბვა განახლდა


საერთაშორისო ორგანიზაცია “წითელი ჯვარი” და გაეროს ოფიციალური წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ჰუმანიტარული კოლონა დღეს სირიაში, აღმოსავლეთ ღუტაში შევიდა. თუმცა, განახლებული საჰაერო დაბომბვების გამო, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პირველადი საჭიროების და სამედიცინო ტვირთის მანქანებიდან გადმოტანა ვერ მოხერხდა.

გაეროს კოორდინატორი სირიის ჰუმანიტარულ მისიაში, ალი ალ-ზატარი ამბობს, რომ დაბომბვა “მხარეების მიერ მიღწეულ შეთანხმებას არღვევს, რომელთა შორის რუსეთის ფედერაციაც არის”. იერიში სწორედ მაშინ დაიწყო, როცა 13 სატვირთო მანქანისგან შემდგარი კოლონა ქალაქს მიუახლოვდა.

ალი რაად ალ-ჰუსეინი, გაეროს უმაღლესი კომისარი ადამიანის უფლებების დარგში, ითხოვს გამოძიებულ იქნას ღუტაში მიმდინარე მოვლენები და დამნაშავეები მკაცრად დაისაჯონ.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG