ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სირიის ქალაქ ბაბა ამრში ინტენსიური სროლებია


სირიის ქალაქ ბაბა ამრში ინტენსიური სროლებია

ჰომსის მახლობლად მდებარე სირიის ქალაქ ბაბა ამრში, ინტენსიურმა სროლებმა ოპოზიციონერთა პოზიციები საგრძნობლად შეარყია. მდგომარეობის უკიდურესმა დაძაბვამ, მოსახლეობის ევაკუაცია განაპირობა. ოპიზიციის მიერ ინტერნეტით გავრცელებულ ვიდეო კადრებში კარგად ჩანს ცეცხლმოკიდებული შენობები, ტრანსპორტი და ის სამთავრობო ტანკების კოლონა, რომელსაც გეზი ჰომსისკენ ქონდა აღებული.

წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკების წარმოებას ცდილობს, იმისათვის რომ ქალაქ ჰომსში საკვებისა და მედიკამენტების ტვირთი შეიტანოს. წითელმა ჯვარმა სირიის ხელისუფლებასა და აჯანყებულებს ცეცხლის შეწყვეტისაკენ სულ ცოტა 2 საათით მისცეს. ეს დრო კი მას საშუალებას მისცემს მოსახლეობისათვის სათანადო დახმარება უზრუნველყოს.

სირიის სახელმწიფო ტელევიზიების ცნობით ჰომსში არც საკვების, არც საწვავისა და არც მედიკამენტების სიმცირე არ შეინიშნება. ქვეყნის დედაქალაქ დამასკოში კი ანტისამთავრობო გამოსვლები უფრო მასშტაბურ სახე ღებულობს, რასაც უსაფრთხოების ძალები ცეცხლით პასუხობენ.

ოპიზიციის მიერ გადაღებულ ვიდეოში ასევე კარგად ჩანს თუ როგორ დაარბიეს ქალაქ ალეპოში, სტუდენთა ანტისახელისუფლო გამოსვლები. დემონსტრანტებმა პრეზიდენტ ბაშარ ალ ასადის ძმის ბასელის ქანდაკება ჩამოაგდეს.

ექსპერტი ახლო აღმოსავლეთის საკითხებში ფუად აჯამი ამბობს რომ დამასკოსა და ალეპოში სახელისუფლო მოწინააღმდეგეთა რიცხვი საკმაოდ იზრდება:

„ვფიქრობ დამსაკოსა და ალეპოს მოსახლეობა ერთგვარად გაღიზიანებულია ჰომსა და ჰამაში, დარაასა თუ ჯისრ შუგორში მომხდარ ძალადობაზე არასათანადო რეაგიერბით. ადრე თუ გვიან ბრძოლები დამასკოს გარეუბნებშიც მძაფრ ხასიათ მიიღებს. ახლა აჯანყებულები პრეზიდენტის სასახლეს უახლოვდებიან.“

ბატონი აჯამი იმასაც აღნიშნავს რომ დამასკოს პასიურობა მთავრობის მიერაა განპირობებილი, რომელმაც საშუალო ფენა გარკვეული პრივილეგიების ხარჯზე მოისყიდა.

ექსპერტის თქმით სირიის ხელისუფლება დასაყრდენს ირანსა და რუსეთში ხედავს:

„აშკარაა რომ სირიის ხელისყფლების მხარდამჭერები ჰეზბოლელები, ირანელები და რუსები არიან; თუმცა სირიელი ხალხის მეგობრები, მაგალითად როგორც შეერთებული შტატებია, მათ მიმართ არც თუ დიდი დახმარებით გამოირჩევა.“

ამასობაში სხვადასხვა ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრები, რომლებიც პერზიდენტ ბაშარ ალ ასადის რეჟიმს ეწინააღმდეგებიან, მზად არიან მის შესაცვლელად. ამისათვის ისინი ტუნისში იკრიბებიან, სადაც სირიის პერზიდენტის პოსტიდან წასვლის გეგმასთან ერთად, საერთაშორისო საზოგადოების მხარდაჭერის საკითხსაც განიხილავენ. აღნიშნული ჯგუფი საკუთარ თავს „სირიის მეგობრებს“ უწოდებს. აღნიშნულ შეხვედრაში, რუსეთი, არც ამჯერად აპირებს მონაწილეობის მიღებას.


XS
SM
MD
LG