ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

გაერო სირიის დასახმარებლად კონფერენციას მართავს


საერთაშორისო დონორების კონფერენცია, რომელიც გაეროს ორგანიზებით ლონდონში გაიხსნა, მთავარ მიზნად სირიის დახმარებისთვის აუცილებელი ფონდების მოზიდვას ისახავს. ხუთწლიანი სამოქალაქო ომით განადგურებული ქვეყნის ჰუმანიტარული დახმარებისთვის, სულ მცირე, 7 მილიარდი დოლარის ოდენობის თანხის შეგროვება იგეგმება.

გაეროს კონფერენციაში მონაწილეობას იღებენ მთავრობები, ჰუმანიტარული დახმარების ორგანიზაციები და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენელი ჯგუფები. მათი სურვილია, უპირველეს ყოვლისა, იმ 5 მილიონამდე სირიელს დაეხმარონ, რომლებიც თავს იორდანიას, ლიბანს, თურქეთს და სხვა ქვეყნებს აფარებენ. ასობით ათასი დევნილი თავშესაფრის ძიების მიზნით, ევროპის ქვეყნებს მიაწყდა, რამაც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, ისტორიაში ყველაზე მოცულობითი საემიგრაციო კრიზისი გამოიწვია.

XS
SM
MD
LG