ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კოფი ანანსა და ბაშარ ალ ასადს შორის საუბარი შედგა


საერთაშორისო დიპლომატიური შეშფოეთბის მიუხედავად, სირიის სამთავრობო ძალები აგრძელებენ ქალაქებსა და სოფლებზე თავდასხმებს. გარეთიანებული ერების ორგანიზაციისა და არაბულ ერთა ლიგის სპეციალური დესპანი კოფი ანანი სირიის პრეზიდენტ ბაშარ არ ასადს შეხვდა და ძალადობის შესამცირებლად კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა სთხოვა.

გაეროს წარმომადგენლის განცხადებით, კოფი ანანმა ასადს საერთაშორისო საზოგადოების უკმაყოფილება გადასცა გასულ კვირას ქალაქ ჰულაში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, რომლის დროსაც 100 ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ბავშვებიც.

ანანის თქმით, გაეროს ექვს პუნქტიანი სამშვიდობო გეგმა წარმატებულად ვერ განხორციელდება ძალადობის შესაწყვეტად გადამწყვეტი ნაბიჯების გადადგმის გარეშე.

სირიის სახელმწიფო მედიის განცხადებით, ანანის ამ განცხადებაზე ასადმა განაცხადა, რომ გეგმის შესრულება დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ როდის შეწყდება სირიის ოპოზიციის მიერ განხორციელებული ტერორისტული საქმიანობა, მათი მხარდაჭერა გარე ძალების მიერ და როდის დამთავრდება სირიაში იარაღის უკანონოდ შეტანა ოპოზიციის მხარდასაჭერად.

სირიის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ფაისალ ალ მიქადადის თმით, ასადის მთავრობა ანაის სამშვიდობო გეგმის პირობებს იცავს. ძალადობას მხოლოდ ოპოზიცია აგრძელებს.

ის ამბობს, რომ სირიას არც-ერთი ძალადობრივი აქტი არ ჩაუდენია ანანის გეგმაზე დათანხმების შემდეგ, ხოლო ოპოზიცია კი აღებულ პასუხისმგებლობას უგულვებელყოფს.

ამავე განცხადებაში მიქდადმა აღნისნა, რომ გარე ძალების მიერ სირიის ოპოზიციის მხარდაჭერა ძალადობის პროვოცირებას ახდენს.

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ იმედი გამოთქვა, რომ კოფი ანანი მოახერხებს გარე ძალების დარწმუნებას იმაში, რომ შეწყდეს „ტერორისტული ჯგუფებისთვის“ დახმარების აღმოჩენა, რათა მხარეებს ექვს პუნქტიანი გეგმის შესრულების საშუალება მიეცეთ.

ჟენევაში მდებარე გაეროს ადამიანის უფლებების დაცვის ოფისის განცხადებით, გაეროს დამკვირვებლების ანგარიშის თანახმად, ჰულაში დაღუპული 100ზე მეტი ადამიანიდან 20 საარტილერიო ცეცხლის გახსნის შედეგად გარდაიცვალა. გარდა ამისა, დაღუპულთა უმრავლესობა საკუთარ სახლებში სიკვდილით დასჯის სტილში არიან მოკლული.

გაეროს ადამიანის უფლებების უმაღლესი კომისარის წარმომადგენელი რუპერტ ცოლვილი აცხადებს, რომ სამოქალაქო პირების, მათ შორის ბავშვების ჟლეტაზე ხელისუფლების მხარდამჭერი დაჯგუფება შაბიჰა არის პასუხისმგებელი.

ჰულაში განხორციელებული ჟლეტის საპასუხოდ რამდენიმე დასავლურმა ქვეყანამ, მათ შორის საფრანგეთმა, კანადამ, იტალიან, ავსტრალიან, ბრიტანეთმა, გერმანიამ და ესპანეთმა, სირიის დიპლომატები საკუთარი დედაქალაქებიდან დაითხოვეს. შეერთებულმა შტატებმა სირიის დესპანს ამერიკის დასატოვებლად 72 საათი მისცა.

სირიის მთავრობა უარყოფს ჰულას ინციდენტში რაიმე სახით მონაწილეობის მიღებას.

ტიმორ გოკსელი ლიბანში გაეროს სამშვიდობო ძალების წარმოამდგენელია. მისი თქმით, ჰულას ინციდენტის შემდეგ კრიტიკა შესაძლოა გაეროს დამკვირვებლებზეც გავრცელდეს, რომლეთა მიზანიც ქვეყანაში ძალადობის შეწყვეტაა.

„ეს ძალიან საშინელი ფაქტია და რა თქმა უნდა ანანის სამშვიდობო გეგმას აბუჩად იგდებს. მაგრამ ამ ეტაპზე არ არსებობს სხვა ალტერნატივა. სხვა არავის აქვს შემოთავაზება. სამხედრო ინტერვენცია ალტერნატივა არ არის. ასე, რომ სხვა გზა არ რჩება, რაღაცა უნდა გააკეთო და ამ რაღაცას ანანის გეგმა აკეთებს. გეგმა ძალიან კარგი განზრახვებით იყო შედგენილი, მაგრამ მან არ გაამართლა.“

გაეროს ერთ-ერთი დამკვირვებელი, რომელიც ჰულას შლეტას გადარჩენილ ადამიანებს ესაუბრა, აღშფოთებას ვერ მალავს:

„ეს ძალიან მძიმე შეხვედრა იყო იმიტომ, რომ ემოციებს ვერავინ იკავებს. ძალიან ბევრი რამ ხდება და თითოეულ ადამიანს საკუთარი ტრაგედია აქვს, რომლითაც ის ძალიან იტანჯება.“

გოკსელის თქმით, ჰულაში მომხდარი მოსობრივი მკვლელობის ინციდენტი, სავარაუდოდ მხარეებს შორის დიალოგის დაწყებას მნიშვნელოვნად შეაფერხებს. დიალოგის დაწყება კი ანანის გეგმის უმნიშვნელოვანესი კომპონენტია.

XS
SM
MD
LG