ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სირიის სამთავრობო ძალებმა მეამბოხეებს შეუტიეს


ბრძოლები დამასკოს აეროპორტის მახლობლად მიმდინარეობს

სირიის ოპოზიციის განცხადებით, სამთავრობო ძალებმა მეამბოხეებს შეუტიეს, რომლებიც დამასკოს აეროპორტის მახლობლად არიან გამაგრებულნი.

მსოფლიოს 60 ქვეყნის დიპლომატები სირიის პრეზიდენტზე ბაშარ ალ-ასადზე ზეწოლას ცდილობენ, რათა შეწყდეს საომარი მოქმედებები, რამაც ათასობით ადამიანის დაღუპვა გამოიწვია სირიაში.

სირიის მეგობრების სახელით ცნობილი ჯგუფის წევრები ტოკიოში შეიკრიბნენ და მკაცრად დაგმეს სირიის ხელისუფლების მიერ სამოქალაქო მოსახლეობის დაბომბვა და ამ ქვეყანაში ადამიანის უფლებათა მასობრივი დარღვევები.
XS
SM
MD
LG