ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ლაკდარ ბრაჰიმი თუქეთში ჩავიდა


გაეროსა და არაბული ლიგის ელჩი სირიელ ლტოლვილებს შეხვდა

დღეს გაეროსა და არაბული ლიგის ელჩი, ლაკდარ ბრაჰიმი თუქეთში სირიელ ლტოლვილებს შეხვდა.

ელჩი სირიის და თურქეთის საზღვართან მდებარე ლტოლვილთა ბანაკს ესტუმრა, სადაც ასობით ლტოლვილმა სირიის პრეზიდენტის, ბაშარ ალ ასადის საწინააღმდეგო დემონსტრაცია გამართა.

თურქეთში სულ ლტოლვილთა 14 ბანაკი არსებობს, რომელშიც 80 ათასამდე სირიელი ლტოლვილია განთავსებული.

დღეს ერაყმაც გახსნა საზღვარი და სირიიდან ლტლოლვილებს თავშესაფარი მისცა. ერაყში შესვლაზე უსაფრთხოების დაცვის მიზნით, ახალაგაზრდა მამაკაცებს ეთქვათ უარი.
XS
SM
MD
LG