გაერთიანებული ერების ირგანიზაციის გენერალურმა მდვივანმა ბან-კიმუნმა, სირიის პრეზიდენტს ბაშარ-ალ-ასადს განუცხადა რომ იგი აღშფოთებულია, მთავრობის მხრიდან მშვიდობიან მოქალააქებზე განხორციელებული ძალადობის გამო, რაც ადამიანის უფლებების დარღვევის ფართომასშტაბიანი ფაქტია.
ოთხშაბათს, ბატონმა ბანმა, ბაშარ ასსადთან სატელეფონო საუბრისას აღნიშნა, რომ დაუყონებლივ უნდა შეწყდეს სამხედრო და პოლიციური თავდასხმები.
გაეროს გენერალური მდივანი, ძალადობის წინააღმდეგია, ასევე დამოუკიდებელი გამოძიების ჩატარების მომხრეა და სირიას გაეროს ადამიანთა უფლებების დაცვის დეპარტამენტთან თანამშრომლობისაკენ მოუწოდებს.
გაეროს ადამიანთა უფლებების დაცვის საბჭო ორშაბათს საგანგებო სესიას გამართავს, სადაც სირიაში მომხდარი ძალადობის საკითხს განიხილავს. სხდომის მონაწილეთა შორისაა იორდანია, ქუვეითი, კატარი და საუდი არაბეთი.
სულ ახლახანს გავრცელებლი ინფორმაციის თანახმად კი, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა - ბარაკ ობამამ, პირველად, ოფიციალურად მოუწოდა სირიის პრეზიდენტს გადადგომის თაობაზე.