ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბან კი-მუნის ახალი მოწოდება


გაეროს გენერალური მდივანი სირიაში ცეცხლის შეწყვეტას დღეიდან, რამადანის პირველი დღიდან ერთი თვის განმავლობაში ითხოვს

გაეროს გენერალური მდივანი სირიის კონფლიქტში მონაწილე მხარეებს რამადანის, მუსლიმთა ტრადიციული მარხვის პერიოდში, დროებითი მორატორიუმისკენ მოუწოდებს. ბან კი-მუნი პრეზიდენტ ასადის ძალებს და ოპოზიციურ დაჯგუფებებს ცეცხლის შეწყვეტას დღეიდან, რამადანის პირველი დღიდან ერთი თვის განმავლობაში სთხოვს.

გენერალური მდივნის განცხადებაში ნათქვამია, რომ ამ ეტაპზე არ არის საუბარი ორ მხარეს შორის შეთანხმების მიღწევაზე, არამედ ის მიმართავს „ყოველ ადამიანს, ვისაც დღეს ხელში იარაღი უჭირავს“ და სთხოვს მათ, შეწყვიტონ ძალადობა სირიაში. ბან კი-მუნის თქმით, ეს იქნებოდა პირველი ნაბიჯი მშვიდობის დამყარების და „მუდმივი გაუარესებისკენ მიმავალი სამოქალაქო ომის“ პოლიტიკური გზებით მოგვარების გზაზე.
XS
SM
MD
LG