ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ავსტრალიამ სირიაში მიმავალი 5 ადამიანი დააკავა


ავსტრალიის პოლიცია, სავარაუდოდ, სირიაში იმავალ გემს სწავლობს

ავსტრალიის ხელისუფლების განცხადებით, დაკავებულია 5 ადამიანი, რომლებიც, მთავრობის მტკიცებით, ინდონეზიამდე გემით გადასვლას გეგმავდნენ, შემდეგ კი სირიაში რადიკალი ისლამისტების ჯგუფებში გაწევრიანებას ისახავდნენ მიზნად.

ხელისუფლების ინფორმაციით, ეს ადამიანები ავსტრალიის ჩრდილოეთით მდებარე ქვინსლენდის შტატში დააკავეს. ისინი 21 დან 33 წლამდე ახალგაზრდები არიან. სავარაუდო რადიკალური კავშირების გამო, ხელისუფლებამ ცოტა ხნის წინ მათ პასპორტები ჩამოართვა.

XS
SM
MD
LG