ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სირიაში დამკვირვებელთა რიცხვი გაიზრდება


სირიაში დამკვირვებელთა რიცხვი გაიზრდება

სირიის ხელისუფლების წარმომადგენლებმა არაბული ლიგის ქვეყნების მეთაურების შეშფოთებას სირიაში ადამიანის ძალადობის ფაქტებთან დაკავშირებით უსაფუძვლო და მიკერძოებული უწოდეს.

სირიის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო „სანას“ თანახმად სირიელი ხალხის უმრავლესობა ქვეყნის შიდა საკითხების მოგვარებაში გარე ძალების ჩარევის წინააღმდეგია.

არაბული ლიგის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები კვირას შეიკრიბნენ. შეხვედრაზე სირიაში ძალადობის შემცირებასთან დაკავშირებით მონიტორთა რიცხვის გაზრდის თაობაზე მიიღეს გადაწყვეტილება.

აღნიშნულთან დაკავშირებით, კატარისა და სხვა არაბული ქვეყნების დიპლომატთა უმაღლესი კორპუსი ქაიოროში შეიკრიბა, სადაც დამკვირვებელთა მისიის საკითხი მიმოიხილა.

XS
SM
MD
LG